შალვა პაპუაშვილი - მადლობა ყველას, ვინც 23 ოქტომბრის აქციაზე იმყოფებოდა, ეს არის საქართველოს რეალური სახე, ის ღირსეული საქართველო, რომელიც გამარჯვებით დააგვირგვინებს საარჩევნო კამპანიას
23 ოქტომბერს ყველამ დაინახა ასობით ათასი მოქალაქე, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე, მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები – ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას და მოვუწოდო, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი გამოვიდეს, რათა საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.