შალვა პაპუაშვილი - მადლობა ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს 7-8 მარტს საზოგადოებრივი წესრიგის და შტურმისგან პარლამენტის დაცვისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პოლიციელებს 7-8 მარტის აქციების დროს საზოგადეობრივი წესრიგის, მოქალაქეებისა და პარლამენტის წევრების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, პარლამენტის სახელით, ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ პოლიციელს 7-8 მარტს საზოგადებრივი წესრიგისა და მოქალაქეების დაცვისთვის, პარლამენტზე მიტანილი შტურმისგან კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მისი წევრებისა და თანამშრომლების დაცვისთვის, მადლობა თითოეულ პოლიციელს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.