შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ ინიციატივას 1000-ლარიან პენსიაზე ოპოზიციის შიგნითაც კი დასცინეს, აქ უკვე ჩვენი ჩარევაც არ არის საჭირო
შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ ინიციატივას 1000-ლარიან პენსიაზე ოპოზიციის შიგნითაც კი დასცინეს, აქ უკვე ჩვენი ჩარევაც არ არის საჭირო

„ლელოს“ ინიციატივას 1000-ლარიან პენსიაზე ოპოზიციის შიგნითაც კი დასცინეს, არითმეტიკისა და ეკონომიკის არასწორად გაგებაში ამხილეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს კლოუნადა თავად შიგნითაც კი არასერიოზულად იქნა აღქმული.

„მე მგონი, აქ უკვე ჩვენი ჩარევაც კი არ არის საჭირო. შიგნით, ოპოზიციაშიც კი დასცინა ყველამ ამ ინიციატივას. არითმეტიკისა და ეკონომიკის არასწორად გაგებაში ამხილეს. არ ვიცი, ეს კლოუნადა თავად შიგნითაც კი არასერიოზულად იქნა აღქმული და დასრულდა ამით მათი ეს დაპირება, როგორც სხვა დაპირებები. დავინახეთ, რომ იყო აბსოლუტური ფარსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ლელო“, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილი, აპირებს, პირდაპირ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს.

„ეს პირდაპირ, არათუ სიტყვით ნათქვამია, პარლამენტში ამასთან დაკავშირებით შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცხელ ომს რუსეთთან. შესაბამისად, გამოიწვევს სისხლისღვრას, ნგრევას, ეკონომიკურ კოლაფსს. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის მათი წინასაარჩევნო დაპირებაც. „ნაციონალური მოძრაობის“ თავისი შემადგენელი ნაწილებით – „ლელოთი“, „გირჩით“ და ა.შ. – ოქტომბრის არჩევნებზე მათი მთავარი საარჩევნო დაპირება იქნება, რომ ისინი გამოუცხადებენ სანქციების ომს რუსეთს და ამით ჩართავენ საქართველოს ცხელ ომში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.