შალვა პაპუაშვილი - „ლელო“ არასერიოზულ და არათანმიმდევრულ პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა, რა ბოიკოტის შეწყვეტაზეა საუბარი, როცა პარტიის ლიდერმა მანდატი დატოვა
„ლელო“ არასერიოზულ და არათანმიმდევრულ პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა, რა ბოიკოტის შეწყვეტაზეა საუბარი, როცა წინა კვირას პარტიის ლიდერმა მანდატი დატოვა, მათ პარტიული სია ჩახსნილი აქვთ და მანდატის შევსება ვერც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„როდესაც პარტია თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს და დამოკიდებულია სხვა პარტიის გადაწყვეტილებებზე, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, ეს მათ მოქმედებებში არათანმიმდევრულობას იწვევს. რა ბოიკოტის შეწყვეტაზეა საუბარი, როცა წინა კვირას პარტიის ლიდერმა მანდატი დატოვა. პარლამენტზე უარი თქვა, მათ პარტიული სია ჩახსნილი აქვთ და მანდატის შევსება ვერც მოხდება. მათი ქცევა არის არათანმიმდევრული, რასაც ხედავს მათი ამომრჩეველი და ამიტომ არის, რომ ამომრჩეველი აკლდებათ.
„ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ მანდატების მიღებაზე თავიდანვე უარი განაცხადეს, რაც იმას აჩვენებს, რომ ეს ორგანიზაციები არიან არადემოკრატიულები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან და არ აღიარებენ იმას, რომ ძალაუფლების გადანაწილების ერთადერთი ფორმაა არჩევნები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.