შალვა პაპუაშვილი - კორუმპირებულ და მოძალადე პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ
კორუმპირებულ და მოძალადე პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ კითხვაზე განაცხადა.
„პრობლემა არ არის იმაში, რა ჰქვია პარტიას, როგორია ორგანიზაციული სტრუქტურა, ვინ არის თავმჯდომარე, მოადგილე და როგორია პოლიტსაბჭო. ოპოზიციის პრობლემა იმაშია, რომ ისინი თავიანთი არსით არიან კორუფციისა და ძალადობის სისტემის შემქმნელები. მათ სხვა არაფერი არ გამოუვათ პოლიტიკურ საქმიანობაში, გარდა იმისა, რომ კორუფციისა და ძალადობისკენ იყვნენ მიდრეკილნი. ამიტომაც ეუბნება ხალხი მათ უარს.
მნიშვნელობა არ აქვს კონფიგურაციას, ვინ ვისთან დაწყვილდება, ვის რა სახელი ექნება და ვინ იქნება ლიდერი წინა და უკანა ფლანგზე, პრობლემაა ფილოსოფიაში – კორუმპირებულ და მოძალადე პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.