შალვა პაპუაშვილი კორეის ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი კორეის ეროვნული ასამბლეის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ასამბლეაში მოქმედ საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეას შორის მეგობრულ კავშირებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-კორეის ორმხრივ ურთიერთობაზე. დადებითად შეფასდა საპარლამენტო დონეზე მზარდი თანამშრომლობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნენსკრაჰესის პროექტზე. აღინიშნა, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს საქართველო-კორეის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაში, რაც ასევე გაზრდის საქართველოსადმი კორეული კომპანიების მხრიდან ინტერესს და ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის წარმატებულ ვიზიტზე, აგრეთვე მადლიერება გამოხატა კორეის მხრიდან საქართველოს პარლამენტის სტამბის თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველოფისთვის.