შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე - „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი
კომენტარის კომენტარს ვერ გავაკეთებ. „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა შალვა პაპუაშვილს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასება სთხოვეს.
„არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. „ფეესბეს“ სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ „მზაკვრული ნარატივი, რომელიც, „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა, როგორც ჩანს, გრძელდება, სურს, მკაფიოდ განაცხადოს, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“.