შალვა პაპუაშვილი - კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, გამოქვეყნდა უფრო ფართო რეგიონში საქართველოს ლიდერობის ფაქტებზე დაფუძნებული კიდევ ერთი მტკიცებულება. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზე აიწია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას; ასევე ევროკავშირის წევრ ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს ამ უდავო ფაქტების ოფიციალური დადასტურება.
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის ფუნდამენტურ საყრდენებს შორისაა. და ამიტომ, ჩვენ ვამაყობთ ამ მიღწევებითა და ლიდერობით საქართველოსა და მისი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრი ცდილობს, აღქმების შეცვლის მცდელობით სადავო გახადოს ეს მიღწევები, თუმცა ყველა ეს ძალისხმევა უშედეგოა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.