შალვა პაპუაშვილი - ჯერი ევროკავშირზეა, მან უნდა მიიღოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება
შალვა პაპუაშვილი - ჯერი ევროკავშირზეა, მან უნდა მიიღოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება

ახლა ჯერი ევროკავშირზეა, მან უნდა მიიღოს სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება; საქართველო უნდა იყოს იქ იმავე დონეზე, სადაცაა უკრაინა და მოლდოვა, ამას ითხოვს სამართლიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავის მხრივ, საქართველო ასრულებს თავის წილ ვალდებულებებს.

„თავისთავად, ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ. როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ვართ კეთილსინდისიერი ასოცირების შეთანხმებისა და იმ ვალდებულებების შესრულების პროცესში, რომლებიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში. ერთადერთი, რასაც ველით, ველით კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს, ამიტომ ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იანვარში, ევროკომისიის ანგარიშით, დადასტურდა კიდეც, რომ საქართველო ტრიოში კვლავ ლიდერია და ის ლიდერი, რომელსაც არ მიეცა თავის დროზე კანდიდატობის სტატუსი. ასე რომ, ჯერი ევროკავშირზეა. მან ახლა უნდა მიიღოს სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება და საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება; საქართველო უნდა იყოს იქ იმავე დონეზე, სადაც არიან უკრაინა და მოლდოვა, ამას ითხოვს სამართლიანობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.