შალვა პაპუაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას აკლია ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას
შალვა პაპუაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას აკლია ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კენჭსაყრელ საკითხებში არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და უკვე მერამდენეჯერ მივმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ოთხი კანდიდატია წარმოდგენილი ორ ვაკანსიაზე, ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით არ გამოთქმულა არც საჯაროდ, არც გასაუბრებების დროს რაიმე პრინციპული უარყოფითი პოზიციები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც აკლია ამ საკითხს, აკლია ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას.

„როგორც იცით, ჩვენ სამი არამოსამართლე წევრი უკვე ავირჩიეთ გაზაფხულის სესიაზე, რაც ევროკომისიამ მოიწონა და ჩათვალა უკვე ნაწილობრივ შესრულებად და გვითხრა, რომ შემდეგი ორიც აირჩიეთო. აქ არიან კანდიდატები და ყველაფერი ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული. მათი ხმები არის საჭირო, რომ მოხდეს არჩევა და კიდევ ერთხელ მივმართავ, თავიანთი წვლილი შეიტანონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.