შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ასევე მიესალმნენ ბოლო წლებში საქართველო-იტალიის ურთიერთობების მზარდ დინამიკას განათლების, კულტურის, ვაჭრობის მიმართულებებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იტალიის მხარდაჭერის იმედი.
ლორენცო ფონტანამ საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.
ამასთან, საქართველოსა და იტალიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის მზარდი გეოპოლიტიკური როლი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.