შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ყველა სფეროში იყო წარმატებული და მის კანდიდატურას გუნდში ჰქონდა სრული მხარდაჭერა
ირაკლი ღარიბაშვილი ყველა სფეროში იყო წარმატებული და მის კანდიდატურას გუნდში ჰქონდა სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული ლიდერი და მას აქვს განსაკუთრებული ბმა „ქართულ ოცნებასთან“.
„ირაკლი ღარიბაშვილი ყველა სფეროში იყო წარმატებული და პოლიტსაბჭოზე იყო განხილული როგორც ერთადერთი კანდიდატი, მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა. ის გახლავთ ის პრემიერ-მინისტრი, რომლის ხელმოწერაც 2014 წელს დაესვა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ 2024 წელს იქნება მისი ხელმოწერა საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში წევრობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო წარმატებული და „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.
„ეს გადაწვეტილება არ იყო მარტივი „ქართულო ოცნებისთვის“. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ ოპონენტები ცდილობენ შექმნან დილემები მარტივი სიტუაციიდან და ხანდახან ეს დილემები არ არის ყველასთვის ადვილი გადასაწყვეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.