შალვა პაპუაშვილი - ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ანგარიშში საქართველო 70 ქვეყანას შორის მეშვიდეა ესტონეთის შემდეგ და უსწრებს ევროკავშირის წევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს

მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო 2022 წელს ერთი ქულით დაწინაურდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობის შედეგები გაუარესებულია, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, გააუმჯობესა ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა, 100-დან 78 ქულა მიიღო და „თავისუფალ“ ქვეყნად შეფასდა.

„აღნიშნული კვლევით, 70 ქვეყანას შორის საქართველო მეშვიდე ადგილზეა ესტონეთის შემდეგ და უსწრებს კვლევის ფარგლებში შეფასებულ ევროკავშირის წევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.