შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკება წარმატებული იქნება
შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკება წარმატებული იქნება

ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკება წარმატებული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების პოზიცია დამყარებულია სიმართლეზე, სამართლიანობასა და საქართველოს ინტერესზე.

„ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს მოლაპარაკების მონაწილე, წარმოუდგენელია, არ მოუწიოს იმაზე დათანხმება, რაც არის სიმართლე და რაც ქვეყანას სჭირდება. დროის ამბავია, ვინ როდის გააცნობიერებს, რომ საკითხები, რომელზეც ვსაუბრობთ, ქვეყნისთვის საჭიროა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.