შალვა პაპუაშვილი - გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან, დგას უცხო ქვეყნების ძალების და არა ქართველი ხალხის მხარეს
გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან, დგას უცხო ქვეყნების ძალების მხარეს და არა ქართველი ხალხის მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ ოპოზიციის ნაწილი დადგა უცხოური გავლენის მხარეს.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, რომელიც სრულად დადგა უცხოური გავლენის მხარეს და არა ქართველი ხალხის მხარეს. ეს იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან, დგას უცხო ქვეყნების ძალების მხარეს და არა ქართველი ხალხის მხარეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.