შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

შარშან მოგვეცა 12 რეკომენდაცია, რათა მიგვეღო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი. გუშინდელი გადაწყვეტილებითა და ანგარიშით, ევროკომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი საკმარისია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„გაიხსნა შემდეგი კარი, რომელსაც ჰქვია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება და ამასთან დაკავშირებით უკვე ცხრა რეკომენდაცია მოგვეცა, რომელზეც ჩვენმა ქვეყანამ უნდა იმუშაოს. ამ ცხრა რეკომენდაციაში არის ნაწილი, რომელიც 12 რეკომენდაციაში იყო და ასევე არის რაღაც დამატებული – ეს არის ახალი ეტაპი. ფაქტობრივად, ეს არის ის მდგომარეობა, როცა შარშან უკრაინას როგორც მისცეს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ იყო რეკომენდაციები მოლაპარაკების დაწყებისთვის. ამიტომ ჩვენი შემდეგი ეტაპი იქნება სწორედ ამ საკითხებზე მუშაობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.