შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში არანაირი დამოუკიდებელი როლი არ აქვს.
დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიას მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტზე ნაკლები აიღოს თვითმმართველობის არჩევნებში.
„გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“. გიორგი გახარიას პოლიტიკაში არანაირი დამოუკიდებელი თამაში არ აქვს, მისი ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება არჩევნებში იყოს, არის, რომ როგორმე, „ქართულ ოცნება“ 43 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდეს და ეს ერთადერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის მიზანია“. ეს არის ინტერესთა თანხვედრა. ის ფაქტი, რომ ისინი სასტუმროში ერთად იმყოფებიან და არსებობს ინფორმაცია, რომ მათ შორის შეხვედრა იყო, ეს ადასტურებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ინტერესთა თანხვედრა, ეს არის ერთიანი თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.