შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას მხრიდან არაეთიკურია, როცა პოლიციელების მიმართ პრეტენზიებს აყენებს, ყოფილი შს მინისტრის მიერ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია
გიორგი გახარიამ, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა ისაუბროს და არ შეეცადოს, რომ ახლა პოპულიზმით იყოს დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 5-6 ივლისის მოვლენებზე გიორგი გახარიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მისი მხრიდან არაეთიკურია, როცა პოლიციელების მიმართ პრეტენზიებს აყენებს.
„მან ყველაზე კარგად იცის, რა გამოწვევების წინაშე იდგა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი მხრიდან არაეთიკურია, როცა პოლიციელების მიმართ პრეტენზიებს აყენებს. ყოფილი შს მინისტრის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.