შალვა პაპუაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, მან არაერთი დაუვიწყარი როლი განასახიერა, რითიც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ჯემალი 67 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ თეატრს და ამ დროის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითიც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ჯემალის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.