შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ელჩს ვეთანხმები, ამას აცხადებს ყველა ელჩი და ყველა სადამკვირვებლო მისია
გერმანიის ელჩს ვეთანხმები, ამას აცხადებს ყველა ელჩი და ყველა სადამკვირვებლო მისია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას.
„გერმანიის ელჩს ვეთანხმები. ამას აცხადებს არა მხოლოდ გერმანიის ელჩი, არამედ ყველა ელჩი, რომელიც საქართველოში იმყოფება და ვისთანაც ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს. ამას აცხადებს ყველა სადამკვირვებლო მისია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. სხვა სახის მოქმედება ეს საკუთარი ამრჩევლებისთვის მანდატების სახეში მიყრაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა: „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, დაუშვებელია თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“.