შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებული მადლობა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, თითოეული საპარლამენტო აქტივობის უკან დგას მათი შრომა და საქმისადმი ერთგულება
შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებული მადლობა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, თითოეული საპარლამენტო აქტივობის უკან დგას მათი შრომა და საქმისადმი ერთგულება

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. თითოეული საპარლამენტო აქტივობის უკან დგას მათი შრომა და საქმისადმი ერთგულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.