შალვა პაპუაშვილი - გახარიასთან დაკავშირებით ვინმეს თუ რაიმე ეჭვი ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა გაეცალოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ქართველი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად
შალვა პაპუაშვილი - გახარიასთან დაკავშირებით ვინმეს თუ რაიმე ეჭვი ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა გაეცალოს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ქართველი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად

გიორგი გახარიას პარტიის წამყვანი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არიან, მათ შორის საარჩევნო სიაში, დღემდე აქვთ კოალიცია სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობაში და საერთო გეგმაში არიან ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია მოსახლეობა ჰპირდება, თუ შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას, კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნიან.

​„აქამდეც რომ იყვნენ, ეგეც გასაკვირია გიორგი გახარიასთან, მისი წამყვანი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არიან, მათ შორის საარჩევნო სიაში. დღემდე აქვთ კოალიცია სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობაში და ერთ საერთო გეგმაში არიან ჩართულნი. რაც მთავარია, მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას, კოალიციას შეუქმნიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის მათი დაპირება. საარჩევნო სია როდესაც დაკომპლექტებული გაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი კადრებით, როდესაც შეკრული გაქვს კოალიცია დღეს უკვე საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შენი დაპირება არის, რომ შექმნი კოალიციურ მთავრობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გასაგებია, თუ კიდევ ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ქართველი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.