შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაჯგუფების მცდელობა სინამდვილეში მართული პროცესია, რომლის მიზანია მოქალაქეების დაბნევა, თითქოს რაღაც მესამე ძალა იქმნება
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაჯგუფების მცდელობა სინამდვილეში მართული პროცესია, რომლის მიზანია მოქალაქეების დაბნევა, თითქოს რაღაც მესამე ძალა იქმნება

ჩემი აზრით, რაღაც გადაჯგუფების მცდელობაა, რომ კიდევ ერთხელ თვალში ნაცარი შეაყარონ საქართველოს მოქალაქეებს. სინამდვილეში ეს არის მართული პროცესი, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების დაბნევა, თითქოს რაღაც მესამე ძალა იქმნება, თითქოს რაღაც გამიჯვნაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგა, რომლის ქვეშაც ყველა პატარა თუ საშუალო დაჯგუფება მოძრაობს.

„მთავარი გამოწვევა კვლავ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ერთ რამეზე, რომ ისინი ემსახურებიან არა ქართველი ხალხის ინტერესს, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფების, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, ინტერესებს, რომლებიც აბსოლუტურად დაპირისპირებულია ქართველი ხალხის ინტერესებთან. ასე რომ, ეს გადაჯგუფებები მხოლოდ ესთეტიკის საკითხია, შინაარსში არაფერი იცვლება. 2024 წელს ქართველ ხალხს არჩევანი ექნება ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.