შალვა პაპუაშვილი - ევროპა რეკომენდაციებში ამბობს, რომ სტატუსის მისაღებად საჭიროა დეპოლარიზაცია, აქციის მონაწილეები ამის საპირისპიროს აკეთებენ
ევროკომისიის მოსაზრება, რომელიც განსხვავდებოდა უკრაინისა და მოლდოვის მოსაზრებისგან იყო პოლარიზაცია საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოწოდება იყო, რომ პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და დეპოლარიზაციაა მთავარი საკითხი.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩამოთვლილი საკითხებიდან დეპოლარიზაციაა ერთადერთი საკითხი, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე ვერ შეასრულებს.
„ოპოზიციის ნაწილმა პირველი დასკვნა რაც ამ ყველაფრიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ გაეღრმავებინა პოლარიზაცია. გვესმის, ამ აქციის მიზანი რა არის და ამ აქციის ორგანიზატორები ვინ არიან. ამ აქციის ორგანოზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“. ამ აქციის მიზანი რაც არის ვხედავთ, პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის ამ ა.შ. როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლების განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალყურს ვადევნებთ. ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს – იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. ამ პოლარიზაციის ნაწილი სამწუხაროდ მედიაც არის და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. ამ აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ, აღვივებენ პროცესს. წინასწარი განცხადებები და თქვენი ეთერები ნახეთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რაც შეეხება დეოლოგარქიზაციას, ეს ჩანაწერი სამივე ქვეყანასთან მიმართებაში არის გაკეთებული.
„მათ შორის უფრო რთულად არის უკრაინასთან მიმართებაში, კანონზე მითითებაა და მის შესრულებაზე. მოლდოვაზეც ჩანაწერია. ამ ჩანაწერის მთავარი არსია, რომ ფულად რესურსებს გადაჭარბებული გავლენა არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპექტებზე. ყველა ეს საკითხი არის გარკვეული დღის წესრიგი იმისათვის, რომ პირობები დააკმაყოფილოს.
მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პირობითია სტატუსის მინიჭებაც და არ მინიჭებაც. როგორც უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს პირობები სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე საქართველომ რომ მიიღოს. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. ამ პროცესში ჩართული იქნება ოპოზიცია, როცა მსჯელობა იქნება პარლამენტშიც. შეუძლიათ, წინადადებები წარმოადგინონ. რაც შეეხება კონცენტრირებას ერთ ადამიანზე, ეს არის ყველაზე დიდი დაკნინება ევროკავშირის, რადგან კანონები ერთ ადამიანზე არ იწერება. ერთი პრობლემაა ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან „ტროიკების“ მიმართ მიდგომა აქტიურ ადამიანებში არის პრობლემა. „ტროიკაში“ იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც კანონიც უკვე მიღებული აქვს, დამნაშავეც უკვე მოძებნილი ჰყავს, განაჩენიც გამოტანილი აქვთ და ყველა დასახელებული ჰყავთ, ეს მიდგომა ბოლშევიკების დროს ტროიკებს ჰქონდათ. რაც შეეხება იმას, დეოლიგარქიზაციის მუხლი ვის შეიძლება ეხებოდეს, ეს დაკნინებაა ევროპული მიდგომის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაიმე პუნქტები შეიძლება ერთ ადამიანს ეხებოდეს. სხვათა შორის, ერთ ადამიანზე მორგებული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას ეწინააღმდეგება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.