შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რომლებსაც ასევე ეკუთვნით ეს გამარჯვება
ევროკომისიის გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რომლებსაც ასევე ეკუთვნით ეს გამარჯვება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომლებიც, მისივე თქმით, ყოველთვის ამ ღირებულებით და შემართებით არიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მოლოდინები პოზიტიურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან უარყოფითი გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.