შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობის ჩარჩო იყო, რომ ეს პროცესი ყოფილიყო ინკლუზიური, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია ცდილობენ, ეს პროცესი დააზიანონ
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნულია საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ფორმატში ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 12 პუნქტზე მუშაობის ჩარჩო იყო, რომ ეს ყოფილიყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა საპარლამენტო პარტია ერთად იმუშავებდა.
„სწორედ ეს ფორმატი გახსნა პარლამენტმა. სამწუხაროდ, არის სამი პარტია ოპოზიციაში, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას გაემიჯნა. რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი მონაწილეობს ამ 12 პუნქტზე. ამიტომ, მრავალპარტიული ფორმატია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია გამიჯნული საპარლამენტო საქმიანობიდან და ხედავთ, რომ ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი, რაც სამწუხაროა. როდესაც სიტყვით საუბრობენ ევროპულობაზე, საქმით ადასტურებენ ანტიდასავლურობას – თავისი ქცევით, თავისი პოლიტიკით, გადაწყვეტილებებით. ამას საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.