შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში სხვადასხვა ქვეყანას შორის მიმდინარე დისკუსია არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობა ელოდება, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი
დიდი ხანია, გვესმის, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება დამსახურებაზე დაყრდნობით. დამსახურება სახეზეა, ახლა საჭიროა გადაწყვეტილება, არანაირი საფუძველი, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იყოს მიღებული, არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
„ის შიდა დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის სხვადასხვა ქვეყანას შორის, არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს, რომ საქართველოს მიმართ იყოს მიღებული გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით და არა ერთმანეთის ჯინაზე, რომ ვიღაცა რაღაცას არ უჭერს მხარს და ამის გამო სხვამ არ დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მხარი. საქართველოს მოსახლეობა სწორედ ამას მოელის, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და არ განმეორდება ის უსამართლობა, რომელიც შარშან მოხდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.