შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული
შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევას, ვნახეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო პარლამენტის მხრიდან მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკვე არის მკაფიო პროცედურა, თუ როგორ ხდება უფლებამოსილების შემსრულებლის განსაზღვრა.

„აქამდე მინდობილი იყო სრულად ეროვნული ბანკის შიდა უწყებრივ გადაწყვეტილებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს ჩვენს ფინანსურ სისტემაში, იყო დაუშვებელი. ამიტომ პარლამენტმა ეს ხარვეზი გამოასწორა. გუშინ თავად ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკვე იმის განსასაზღვრად, თუ ვინ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამაში ეროვნული ბანკი არის სრულიად დამოუკიდებელი, ავტონომიური. აქედან გამომდინარე, სრულად ვენდობით მათ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეროვნულ ბანკში გუშინ საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, რომელიც, თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და, შესაბამისად, დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.