შალვა პაპუაშვილი - ელისაბედ მეორე იყო მონარქი, რომელიც ისტორიას 70-ზე მეტი წლის განმავლობაში აყალიბებდა, მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა კიდევ მრავალ ათწლეულს განსაზღვრავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს ხალხს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებულ პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად, ის იყო მონარქი, რომელიც ისტორიას 70-ზე მეტი წლის განმავლობაში აყალიბებდა. მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა კიდევ მრავალ ათწლეულს განსაზღვრავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში დღეს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.