შალვა პაპუაშვილი დუბლინში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
შალვა პაპუაშვილი დუბლინში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დუბლინში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციაზე იგეგმება შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი სპიკერი ორმხრივი შეხვედრების გამართვას აპირებს უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. ამ ფორმატში შალვა პაპუაშვილის მხრიდან დისკუსიის მთავარი თემა იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

შალვა პაპუაშვლის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„დუბლინში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი იმართება, სადაც, თემატური საკითხების გარდა, კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობა იქნება. რა თქმა უნდა, ამ ფორმატსაც კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ პარლამენტებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. ამავე დროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი იქნება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისაღები აქვს ევროკავშირს, რათა გამოასწოროს შარშან დაშვებული შეცდომა. მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.