შალვა პაპუაშვილი - საგანგებო სიტუაციების დღევანდელი სამსახური, როგორც ცა და დედამიწა, ისეა იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც იყო ჩაყენებული წინა ხელისუფლების დროს
შალვა პაპუაშვილი - საგანგებო სიტუაციების დღევანდელი სამსახური, როგორც ცა და დედამიწა, ისეა იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც იყო ჩაყენებული წინა ხელისუფლების დროს

საგანგებო სიტუაციების სამსახურს რაც შეეხება, ეს არის, როგორც ცა და დედამიწა იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც იყო ჩაყენებული ეს სამსახური წინა ხელისუფლების დროს, თქვენ შეგიძლიათ, დაინტერესდეთ, რა აღჭურვილობა აქვთ დღეს ჩვენ მაშველებს, რა ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური დღითი დღე უმჯობესდება.

„ვნახეთ ამ სტიქიასთან ბრძოლის დაგეგმვის და შესრულების პროცესში რამდენად ეფექტიანები იყვნენ. ასეთი სამსახურები გამოიცდება სწორედ საგანგებო სიტუაციების დროს. ჩვენ ერთი კვირაა უკვე, ამ გამოცდას ვაკვირდებით, მგონი, მთელი ჩვენი მოსახლეობის და, სხვათა შორის, ვატყობ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებიც მაშველების მიმართ, სწორედ ამას ასახავს, თუ რამდენად გამართულად და პროფესიონალურად მუშაობს ჩვენი საგანგებო სამსახური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.