შალვა პაპუაშვილი - სიმბოლურია, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ორი თარიღი
შალვა პაპუაშვილი - სიმბოლურია, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ორი თარიღი

სიმბოლურია, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ორი თარიღი, რომელთაგან ორივე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას უკავშირდება. დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ამ დიადი მიზნისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად, ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს, ისევე როგორც თავად თავისუფლებისკენ სავალი გზა არის აღსავსე ტკივილითა და სიხარულით.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ამ დიადი მიზნისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოა. ასევე, სიმბოლურია, რომ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს თანხმობა იურიდიულად გააფორმა რეფერენდუმის ძალით. ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ორი თარიღი, რომელთაგან ორივე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას უკავშირდება. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ სრულიად სახალხო ძალის მქონე აქტის 33 წლისთავს, რომელიც გვახსენებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის და მოგვიწოდებს, მტკიცეთ ვიდგეთ ამ უდიდესი მონაპოვარის სადარაჯოზე. ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად, ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს, ისევე როგორც თავად თავისუფლებისკენ სავალი გზა არის აღსავსე ტკივილითა და სიხარულით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.