შალვა პაპუაშვილი - დღეს ვარ „ნაციონალური მოძრაობა“, ხვალ არ ვარ, ეს არაერთხელ ნახა ჩვენმა საზოგადოებამ და იცის, რომ ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს - „ნაციონალური მოძრაობა“
სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ ახლა ბრუნდებიან, ეს სახელების გადარქმევა და ნიღბების გაკეთება, თითქოს დღეს მე ვარ „ნაციონალური მოძრაობა“, ხვალ არ ვარ და ზეგ ვარ, ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა და ამას არავინ იჯერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.
„იუმორით ვუყურებთ ამ ყველაფერს. საზოგადოებამ იცის, ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სექტორებით, დანაყოფებით, სტრუქტურებს იცვლიან, ამორფულად მოძრაობენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი ორგანიზმი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.