შალვა პაპუაშვილი - დღეს „ლელო“ თავს აფორმებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი, გილოცავთ ენმ-ში გაერთიანებას
დღეს „ლელო“ თავის თავს აფორმებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი, გილოცავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებას, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერისგანაც ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავი შეიკავა.
მისი თქმით, ეს არის 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა და ამას თავისი პოლიტიკური შედეგები ექნება.
„სამწუხაროა, რომ ხშირად არის საუბარი დოკუმენტის სულისკვეთებაზე. არ ვიცი, ფურცლებს თუ აქვს სულისკვეთება, მაგრამ იმ სამუშაო ატმოსფეროს და პარტიებს შორის თანამშრომლობას ნამდვილად ჰქონდა სულისკვეთება. თუმცა, იმ პარტიისგან, რომლის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, რომლის სამართლის მიმართულებას ხელმძღვანელობს „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, მგონი აქ ვარსკვლავები ზუსტად ისე დალაგდა ლოგიკურად, როგორც უნდა დალაგებულიყო, დღეს „ლელო“ თავის თავს აფორმებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი. გილოცავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებას. ეს არის 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა და ამას თავისი პოლიტიკური შედეგები ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ყველას ერთობლივი შედეგია, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოსი“.