შალვა პაპუაშვილი - დღეს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, კიდევ ერთხელ იყოს ამაყი იმ მიღწევებით, რომლებიც გვაქვს
დღეს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, კიდევ ერთხელ იყოს ამაყი იმ მიღწევებით, რომლებიც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და ის ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ ქვეყანას ასწრებს.
„ყველა კანდიდატ ქვეყანაზე თავისუფალია ჩვენი ქვეყანა კორუფციისგან. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა. გვაქვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და ისეთი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო იყოს მოწინავე კორუფციასთან ბრძოლაში. ეს მიღწევები აღნიშნულია ევროკომისიის დასკვნაში და ამ მხრივ საამაყოა, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.