შალვა პაპუაშვილი - დღემდე არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და, სამწუხაროდ, არცერთი დიპლომატიური მისია არ გამოხმაურებია მიტინგზე სახალხო დამცველზე თავდასხმას
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და, სამწუხაროდ, არცერთი დიპლომატიური მისია არ გამოხმაურებია მიტინგზე სახალხო დამცველზე თავდასხმას

ახლად არჩეული სახალხო დამცველი იმყოფებოდა მიტინგზე და მის მიმართ იყო აგრესია. დღემდე, ხაზს ვუსვამ, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია თავდასხმას სახალხო დამცველზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველზე თავდასხმის ფაქტს არ გამოხმაურებიან დიპლომატიური მისიები. მან ორგანიზაციებსა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ფაქტზე გამოხმაურებისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, არცერთი დიპლომატიური მისია არ გამოეხმაურა და არ დაგმო ეს აგრესია და თავდასხმა სახალხო დამცველზე. იმედი მაქვს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური მისიები, რომლებიც სხვა დროს აქტიური არიან საქართველოში პოლიტიკური საკითხების კომენტირებით, გამოეხმაურებიან და დაგმობენ ამ ფაქტს. ჩვენ სახალხო დამცველზე თავდასხმა ვნახეთ ერთხელ, როდესაც სოზარ სუბარს მაშინდელი ხელისუფლება დაესხა თავს და ვნახეთ ახლა, როდესაც ლევან იოსელიანს ყოფილი ხელისუფლების მიერ მართული აქციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.