შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ არ მიენიჭა შარშან საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელზეც რთულია თქვა, რა მოსაზრებებს ეფუძნებოდა
დღემდე არ გვაქვს პასუხი, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან რატომ არ მიენიჭა. სინამდვილეში, ეს პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროკომისიის იანვრის ანგარიშით, პირიქით, გვაქვს პასუხი, რომ გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით თუ იქნებოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად მიენიჭებოდა“.
„შეკითხვას როდესაც ვსვამთ, რა იყო სტატუსის არმინიჭების განმაპირობებელი, პასუხი სხვადასხვაა – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. სინამდვილეში, ეს იმას აჩვენებს, რომ ამის ობიექტური პასუხი არ არსებობს. გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელზეც რთულია თქვა, რა მოსაზრებებს ეფუძნებოდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.