შალვა პაპუაშვილი - საუბარი, თითქოს საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომლიც ჰიბრიდული ომის ნაწილია.
პაპუაშვილის თქმით, საუბარია, თითქოს საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებაზე, რომელშიც გიგაურმა განაცხადა: „ამდენი თავდასხმის შემდეგ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, არის ძალიან დაბალი – ეს იქნება შეუძლებელი, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რომ დასავლეთში მეგობარი აღარ ჰყავდეთ“.
„საუბარი თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლების შერყევა. ეს არის აბსურდი. ერთი ხელით პროპაგანდა მიდის, თითქოს არის ანტიდასავლური კამპანია და მეორე ხელით, თითქოს ებრძვიან ამ კამპანიას, ეს არის ნაწილი ერთი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.