შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ერთად, ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნას დაესწრო.
„ბაკურციხე-წნორის ახალი გზა საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ასფალტბეტონის 2-ზოლიანი საფარით, სადაც საქართველოში პირველად გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები.
ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა.
ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი გზის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.