შალვა პაპუაშვილი დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდი ტკივილია ირაკლის გარდაცვალება. ის იყო ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი და განსაკუთრებული სითბოს მატარებელი მეგობარი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, ქვეყანას…“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.