თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრს, დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.
„ბატონო დავით, აქედან ზუსტად ვერ დავინახე, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენს მანდატს, ქვეყანას თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა – საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.