შალვა პაპუაშვილი - დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდით, უნდოდათ, გვეფიქრა არა ქართველ ხალხზე, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ამაზე ვთქვით უარი
შალვა პაპუაშვილი - დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდით, უნდოდათ, გვეფიქრა არა ქართველ ხალხზე, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ამაზე ვთქვით უარი

დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდით, უნდოდათ, გვეფიქრა არა ქართველ ხალხზე, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ამაზე ვთქვით უარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია.

„Ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში რაც ბოლო ორ წელიწად-ნახევარია, ხდება, არის რეგიონში არსებული კონტექსტის გამო. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტის მძევალი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იმ მომენტში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდით. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, ვიღაცას ეწყინა, ვიღაცა გაბრაზდა, ვიღაცამ გაგვიგო, მიხვდა, რატომ არ გვინდა, ჩვენი ხალხი გავწიროთ ამ საერთო გეოპოლიტიკური კონტექსტის ფარგლებში. აღმოჩნდა, ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს უნდოდა, გვეფიქრა არა ქართველ ხალხზე, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე. ჩვენ ამაზე ვთქვით უარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.