შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და მისმა მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „სასამართლო პროცესი იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და ამაზე გადაწყვეტილებას არ იღებენ პოლიტიკოსები და არც ადვოკატები“.

„მოსამართლემ მოისმინა პოზიციები, ექსპერტების ჩვენებები და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და მისმა მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.