შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებასაც ხელს მოაწერს, ამ სიტყვასაც დაარღვევენ, როგორც ყველა სიტყვა დაარღვიეს
19 აპრილის შეთანხმება ეს არის ტექსტი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, როგორც გარკვეული მუშაობის საფუძველი პარტიებს შორის. ამაზე ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ უარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ეუბნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, უარს ეუბნება ევროკავშირს და რაც მთავარია, უარს ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს იმაზე, რომ პარტიებს შორის იყოს სამუშაო ვითარება და არა პოლარიზაცია.
„ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ეს ანტიევროპული მიმართულების ორგანიზაციაა, რომლისთვისაც სულ ერთია ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა ორჯერ, სწორედ იმიტომ, რომ პარტიებს შორის დიალოგი ყოფილიყო და მეორედ – მისი შემოთავაზება არის 19 აპრილის შეთანხმება. ეს არის ის ტექსტი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, როგორც გარკვეული მუშაობის საფუძველი პარტიებს შორის. ამაზე ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ უარს. უარს ეუბნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, უარს ეუბნება ევროკავშირს და რაც მთავარია, უარს ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს იმაზე, რომ პარტიებს შორის იყოს სამუშაო ვითარება და არა პოლარიზაცია. ამით ისინი აჩვენებენ, რომ მათი ერთადერთი დღის წესრიგი არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელმაც კიდევ ერთხელ განიცადა მარცხი ამ გაზაფხულზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწევთ მარცხის აღიარება და პარლამენტში შესვლა.
„თუმცა იმით, რომ ისინი ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, ადასტურებენ, რომ ისინი მაინც არ იშლიან ამ დღის წესრიგს და მაინც სურთ, რომ ისევ იმავე დღის წესრიგს მიუბრუნდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყველა ქმედება, რომელიც არ აიხსნება რაციონალურად გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ სურთ ძალაუფლება, მაგრამ ვერ პოულობენ ძალაუფლებისკენ გზებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო 8-9 წელია, არის მდგომარეობაში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ არჩევნები წააგო. მოქალაქეების ნდობას ვერ იღებს და ამისგან აქვთ იმედგაცრუება საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ყველა ეს ქმედება, რომელიც არ აიხსნება რაციონალურად სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ მათ სურთ ძალაუფლება, მაგრამ ვერ პოულობენ ამ ძალაუფლების მოპოვების გზებს. ხედავენ, რომ მოქალაქეები არ ენდობიან, ხედავენ, რომ რადიკალური დღის წესრიგიც ვერ ხორციელდება და კიდევ ერთხელ მარცხი გამოსცადა. ამიტომ, მათი ამ გადაწყვეტილების რაიმე რაციონალურ ახსნას ვერ ვპოულობ და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში 19 აპრილის შეთანხმებასაც ხელს მოაწერენ და ამ სიტყვასაც დაარღვევენ, ისევე როგორც ყველა სხვა სიტყვა დაარღვიეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.