შალვა პაპუაშვილი - დარჩო ხეჩუაშვილი, რომელსაც ემუქრება 18-წლიანი ციხე, ქვეყანაში ჩუმად შედის და რისკავს საკუთარ თავისუფლებას, ესე იგი, უღირდა ეს რისკი, მასთან იყო ან რაღაც გარიგება, ან დავალება
დარჩო ხეჩუაშვილი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება, ქვეყანაში ჩუმად შედის და რისკავს საკუთარ თავისუფლებას, ე.ი. რაღაცად უღირდა ეს რისკი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დარჩო ხეჩუაშვილთან იყო ან რაღაც გარიგება, ან დავალება, რადგან საქართველოში ჩამოსვლა 18-წლიან ციხედ უღირდა
„ყველას შევახსენებ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი წინააღმდეგ 18-წლიანი სასჯელი აქვს გამოტანილი სასამართლოს და ეს ადამიანი ტყე-ტყე აპირებდა შემოსვლას საქართველოში და აქაც იმარჯვა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, სასაზღვრო პოლიციამ და იგი დააკავა. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება „იქს“ ქვეყანაში, შედის ჩუმად და რისკავს საკუთარ თავისუფლებას და ამ რისკმა რომ არ გაამართლა, გამოჩნდა კიდევაც. ე.ი, რაღაცად უღირდა ეს რისკი.
მასთან იყო ან რაღაც გარიგება, ან დავალება, რომ უღირდა 18-წლიან ციხედ და ასეც არის. პირველი ჩვენება მან უკვე მისცა, რომ, თავის დროზე, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, როდესაც მოხდა თავდასხმა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, მიხეილ სააკაშვილისგან მას ნაბრძანები ჰქონდა თვალთვალი ამ კონკრეტულ პოლიტიკოსზე. ამასთან, კიდევ ერთხელ, კრიმინალურ ისტორიაში გამოჩნდა გია ლორთქიფანიძე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაღაც პერიოდულობით, ჩართულნი არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში.
„როგორც ჩანს, ასეთი ბნელი საქმეების მთავარი დამგეგმავი საქართველოში არის უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, საერთოდ კატასტროფაა. ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, დახმარებაზე, გვერდში დგომაზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაღაც პერიოდულობით, ჩართულნი არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში. უბრალოდ სირცხვილია საერთო ჯამში ეს მდგომარეობა. ამიტომ, ვნახოთ რას აჩვენებს შემდეგი გამოძიება. ჩვენ რა თქმა უნდა, რაღაცები შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, თუმცა მნიშვნელოვანი გამოძიებამ დაადგინოს“, – აღნიშნა პაპუაშვილიმა.