შალვა პაპუაშვილი - ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ
შალვა პაპუაშვილი - ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სახელით, პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ჩვენს საამაყო პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!

თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპატიო მისია გაკისრიათ – ადამიანების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე ზრუნვა. ამ მისიას ყოველდღე, მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის სამსახურისთვის!“ – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის მილოცვაში.