შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მთავარი მექანიზმი არის საერთაშორისო მხარდამჭერა, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის იძულება, შეწყვიტოს ოკუპაცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელიოსუფლებას სწორედ აღნიშნულ საფრთხეებთან უწევს ყოველდღიურად გამკლავება.
„სწორედ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების რისკი, რომ ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. ყოველდღიური საფრთხეები და რისკებია, რომელთანაც უწევს საქართველოს ხელისუფლებას გამკლავება. ჩვენი მთავარი მექანიზმი არის საერთაშორისო მხარდამჭერა, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის იძულება, რომ შეწყვიტოს ოკუპაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.