შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელიც ყოველ ჯერზე იმარჯვებს, ამიტომაც ვდგავართ მყარად და მოსახლეობაც გვიჭერს მხარს
ჩვენ ლობიზმით არ ვართ დაკავებული და არავის ვარწმუნებთ რამე სპეციფიკური ფორმებით. ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ არ ვცდილობთ ლობიზმს. ეს ჩვენი მთავარი ძალაა. ჩვენ ვცდილობთ, სიმართლეზე ვისაუბროთ და ამ სიმართლეს თავისი თავი, შესაძლოა, ნელა, მაგრამ ბოლოს მაინც გააქვს, როგორც გუშინ გაიტანა, რომ არცერთმა ევროპარლამენტარმა არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრის ან მსგავს კონტექსტში. სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ ლობიზმით არ ვართ დაკავებული და არავის ვარწმუნებთ რაიმე სახის სპეციფიკური ფორმებით. ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა და ეს სიმართლე ყოველ ჯერზე იმარჯვებს. ეს არის ჩვენი სიძლიერე და ამიტომაც ვდგავართ მყარად ორ ფეხზე. ამიტომაც გვიჭერს ჩვენ ქართველი მოსახლეობა მხარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.