შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება გადანაცვლება თუ ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება გადანაცვლება თუ ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას

ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება გადანაცვლება თუ ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დეპუტატის მიერ მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდში საკადრო გადაადგილებების შესახებ თავად ისაუბრებენ გუნდის კონკრეტული წევრები ან ის უწყება გააკეთებს განცხადებას, სადაც გუნდის ამა თუ იმ წევრმა შესაძლოა, გადაინაცვლოს.

„მედია პირველი შეიტყობთ ამასთან დაკავშირებით თავად იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომლებშიც შეიძლება, ჩვენი გუნდის წევრები გუნდის შიგნით გადანაცვლდნენ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გექნებათ დროული ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი კოვზანაძის მიერ მანდატის დატოვება უკავშირდებოდა მის სურვილს, დაბრუნებოდა საკუთარ პროფესიას.

„რაც შეეხება ბატონ ირაკლის, ის ამაზე თავადაც ისაუბრებს. ეს არ უკავშირდება ამ საკითხს ზოგადად. მას დიდი ხანია, ჰქონდა სურვილი, თავის პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშიც, იცით, რომ საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად საქმიანობდა, ამიტომ ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი. მე მქონდა მასთან საუბარი გასულ კვირას და სწორედ ეს სურვილი იყო განმაპირობებელი. კიდევ ერთხელ, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის ყოველი წევრი – იქნება ეს გადანაცვლება თუ ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.