შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და, სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის
შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალეა.
„ყველამ ნახა, რომ ენჯეოსექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი ენჯეოები მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და, სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.